რუსეთის პრეზიდენტი

ВЦИОМ: გამოკითხულთა 89.9% პუტინის ქმედებებს მხარს უჭერს

Russia's PM Putin takes part in a video conference, dedicated to bomb blasts, in Krasnoyarsk
Ria Novosti / REUTERS

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის რეიტინგმა მორიგი რეკორდი მოხსნა. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის რუსული ცენტრის ВЦИОМ-ის კვლევის თანახმად, 89,9% უჭერს მხარს პუტინის ქმედებებს. წინა რეკორდი - 89,1% - პუტინმა მიმდინარე წლის ივნისში დაამყარა.

ВЦИОМ-ის კვლევით, რუსეთის პრეზიდენტს 10-დან 9 გამოკითხული ემხრობა, რაც პირველ რიგში, სირიაში რუსეთის მიერ გაგზავნილ სამხედრო ტექნიკას უკავშირდება. რესპონდენტთა 26% მიიჩნევს, რომ ეს გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

კომენტარები