რეკლამა

საქართველოს სალიზინგო კომპანიას ახალი მმართველი გუნდი ჰყავს

საქართველოს სალიზინგო კომპანიას (GLC), პირველ ქართულ სალიზინგო კომპანიას, ახალი მმართველი გუნდი ჰყავს. კომპანიის გენერალური დირექტორი ელდარ ახვლედიანი გახდა. მას საბანკო სფეროში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო 8 წელი ის საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებით უმსხვილეს ბიზნესსექტორებს ხელმძღვანელობდა. კომერციული დირექტორის პოზიციას გიორგი ჯღარკავა იკავებს, რომელიც საბანკო სექტორში 2006 წლიდან მუშაობს. 2010 წლიდან ჯღარკავა კორ სტანდარტ ბანკის საკრედიტო, საცალო და კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტებს ხელმძღვანელობდა.

საქართველოს სალიზინგო კომპანია 2001 წელს დაარსდა და საქართველოში პირველმა შესთავაზა მომხმარებლებს ლიზინგი, როგორც ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული წყარო. GLC-ი საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც დამწყებ, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს თავაზობს მათზე მორგებულ სალიზინგო პროდუქტებს, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე.

საქართველოს სალიზინგო კომპანია ორიენტირებულია ხანგრძლივი და საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე თავის პარტნიორებთან, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. კომპანია ემსახურება როგორც კორპორაციულ კლიენტებს, ისე ფიზიკურ პირებს, რომელთა რიცხვიც მუდმივად მზარდია, რადგან ლიზინგით სარგებლობა შესაძლებელია თითქმის ყველა სფეროში: სატრანსაპორტო და სამშენებლო ბიზნესი, სოფლის მეურნეობის სექტორი, სასოფლო სამეურენო და სამთომოპოვება, ქარხნები და საწარმოები, სამედიცინო თუ ესთეტიკური აღჭურვილობის სფერო, რესტორნის, საცხობისა და სასტუმროს აღჭურვილობის სფერო, ენერგეტიკა, დისტრიბუცია, პოლიგრაფია და საცალო ვაჭრობა.

საქართველოს სალიზინგო კომპანია მომხმარებელს სთავაზობს: ფინანსურ ლიზინგს, საოპერაციო ლიზინგს და დაბრუნებით ლიზინგს.  

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.leasing.ge

კომენტარები