რეკლამა

Gem Fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ საჯარო დისკუსია გამართა

0 კომენტარი

21 ოქტომბერს, საერთო სამუშაო სივრცესა და სოციალურ ბარ - გენერატორ 9.8-ში ჩატარდა Gem Fest-ის დამფუძნებლის გიორგი სიგუას საჯარო განხილვა და დისკუსია თემაზე: "საფესტივალო ტურიზმი და მისი მნიშვნელობა საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის".

ფოტო: Gem Fest

როგორც მოგეხსენებათ, ელექტრონული მუსიკა 90-იანი წლებიდან აქტიურად ვითარდება. დღეს ეს ანდერგრაუნდ კულტურა, მსოფლიოსა და საქართველოს ახალგაზრდების ერთ-ერთ უდიდეს სუბკულტურას და მეინსტრიმს წარმოადგენს;

სწორედ ელექტრონული მუსიკის წყალობით განვითარდნენ ისეთი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალები, როგორიცაა Tomorrowland, Ultra Music Festival, Burning Man, Sonar, Creamfields, EXIT,  Mysteryland, Paris Techno Parade,Positivus, Sziget, Stereosonic და ა.შ.

ფოტო: Gem Fest
2015 წლის Gem Fest-ის Lineup-ში 125- ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო დონის არტისტი იქნა წარმოდგენილი. მათ შორის: Armin Van Buuren, Booka Shade, David August, Dubfire, Tale Of Us,  SUNNERY JAMES & RYAN MARCIANO, W&W, Whomadewho, Luciano ა.შ.

Gem Fest 2016 იგეგმება 11-14 აგვისტოს პერიოდში, ხოლო შესაძლო Lineup-ი ასე გამოიყურება: Maceo Plex, Seth Troxler, Jamie Jones, GusGus Live, Fedde Le Grand, Nina Kraviz, Solomun, Hot Chip Band, Carl Cox, [a:rpia:r] The Martinez Brothers, The Prodigy , Chemical Brothers, Massive Attack, Hardwell.

ასევე შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს GEM FEST-ი წარმოგიდგენთ Dixon / Smailov / Gio Shengelia / Autumn Tree (Leon) @ Underwheel Club.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

იოკო ონომ ჯონ ლენონის Imagine-ის ახალი ვერსია გამოუშვა

კომენტარები