NATO-ს კვირეული

პრეზიდენტი: ჩვენი საზოგადოება გააგრძელებს მწყობრ ნაბიჯს ევროპის მიმართულებით

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

გიორგი მარგველაშვილი NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო და NATO-ს კვირეული გახსნა. მარგველაშვილის თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალები შთამბეჭდავ წარმატებებს აღწევს და თავდაცვის სისტემა რეფორმების თვალსაზრისით წარმატებულია.

"ეს არის ზეიმი იმიტომ, რომ აქ ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ, გაერთიანებული იმ საერთო ღირებულებით, იმ ერთიანი სწრაფვით, იმ საერთო მიზნებით, რომელთაც საქართველო მიჰყავს უფრო დაცული, ძლიერი და სტაბილური ქვეყნისკენ. ჩვენ ყველამ მნი
შვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით. თქვენ იცით, რა შთამბეჭდავ წარმატებას აღწევს ქართული შეიარაღებული ძალები, საქართველოს თავდაცვის სისტემა თავის რეფორმებში და რამდენად დაფასებული არის ის ღვაწლი, რომელიც თითოეული აქ მდგომი ჯარისკაცის და მათი თანამებრძოლების შრომის, სისხლისა და ოფლის ფასად არის მოცემული საქართველოსთვის," - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განმარტებით NATO-ს უელსის სამიტი საქართველოსთვის წარმატებული იყო, რისი დასტურიც საქართველოში NATO-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნაა. 

"მსურს პატივი მივაგო თქვენი თანამებრძოლების ხსოვნას, რომლებიც იბრძოდნენ გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისათვის, და რომლებმაც საქართველოს დროშა ასე მაღლა ასწიეს საერთაშორისო არენაზე. ერთ-ერთი ასეთი საერთაშორისო არენა იყო უელსის სამიტი, საიდანაც საქართველო დაბრუნდა გამარჯვებული თავისი შედეგებით, რომელთა ერთ-ერთი დემონსტრირება იყო ორი თვის წინ გახსნილი წვრთნისა და შეფასების ცენტრი... იმედს გამოთქვამ, რომ მათი მუშაობა მომავალშიც იქნება ძალიან ეფექტური. ამ მუშაობის ეფექტურობა და ამ ღირებულების ირგვლივ კონსოლიდაცია დღეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება განაგრძობს თავის ძალიან მწყობრ ნაბიჯს, დემოკრატიის და ევროპული ღირებულების, ასევე ევროატლანტიკური მიმართულებით," - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები