ციხის კადრები

რუსთავი 2 ე.წ. ციხის კადრების აქამდე უცნობ დეტალებს ავრცელებს

2012 წელს მედიასაშუალებებმა წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების მხოლოდ ნაწილი აჩვენეს. ეს გადაცემა განსხვავებული აქცენტების მიერ მოპოვებული დაკითხვის ოქმიდან ჩანს, სადაც ირმა ინაშვილი გამომძებლის კითხვაზე - რატომ არ გაუშვეს სრული ვიდეომასალა - პასუხობს: 

"ჩვენ ამოვკრიბეთ ის მასალები, სადაც წამებას და სადიზმს ჰქონდა ადგილი დანარჩენი მასალა, სადაც არის დიალოგები და სხვა კადრები, ჩავთვალეთ, რომ არ იყო საინტერესო,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა დაკითხვაზე.

რეალურად კი კადრები, რომელიც ეთერში მაშინ არ მოხვდა ლადო ბედუკაძის მხრიდან პატიმრებზე ზეწოლასა და სექსუალური ძალადობის განხორციელებას ასახავს.

რუსთავი 2-ის იერ მოპოვებულ კადრებში ისმის ხმები, როგორ დასცინის ბედუკაძე პატიმრებს, როგორ ითხოვს ის ხელკეტს. ასევე ვიდეოფირში გამომძიებელთან საუბრისას ერთ-ერთი პატიმარი ამბობს, რომ მან იცის, რომ ბედუკაძემ ერთ-ერთი პატიმარი გააუპატიურა. 

ინტერნეტ გამოცემა ITV-თან საუბრის დროს კი ერთი პირი ამბობს, რომ ბედუკაძე ერთ-ერთი "ჯალათი" იყო რომელმაც ბევრი ადამიანი გააუპატიურა და გაიქცა. 

შეგახსენებთ, რომ ბედუკაძე რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ მას არ უძალადია პატიმრებზე და თუ დადგინდებოდა მისი კავშირი ამ საქმესთან მზად იყო ეგო პასუხი მომხდარზე, თუმცა ბედუკაძე არ დაუპატიმრებიათ. 

ანონიმური წყაროს მიერ რუსთავი 2-ისთვის მიცემულ მასალაში არის კიდევ ერთი სეგმენტი, სადაც ბედუკაძე სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრებს დასცინის და როგორც თავად ამბობს, ამით ერთობა.

რაც შეეხება უშუალოდ ე.წ. ცოცხის კადრს, რის შემდეგაც ქართულმა ოცნებამ ცოცხი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ აქცია, თავიდანვე გაჩნდა ეჭვები, რომ აღნიშნული კადრები ბედუკაძის მიერ იყო დადგმული.

რუსთავი 2-ის ხელთ ასევე აღმოჩნდა Facebook მიმოწერის ე.წ. სქრინშოთები, სადაც ჩანს, რომ 2012 წელს ლადო ბედუკაძე მედიაკავშირ ობიექტივის ჟურნალისტის, ნინო ჯღარკავას შუამავლობით მოლაპარაკებას აწარმოებდა ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან, რათა ციხის კადრების სანაცვლოდ გარკვეული თანხა მიეღო, ბელგიაში მისი ცხოვრება დაფინანსებულიყო, ასევე მისი ოჯახის თურქეთში გადაყვანა და ფინანსური უზრუნველყოფა მომხდარიყო, რაც ბუნებრივია, ბადებს ეჭვს, რომ ბედუკაძე პატიმრების შეურაცხყოფასა და ამის ვიდეო გადაღებას თავიდანვე შეკვეთით, ფინანსური დაინტერესების გამო ახდენდა. აღნიშნული მიმოწერა ბედუკაძესა და ჯღარკავას შორის სავარაუდოდ 2012 წლის სექტემბრის ბოლოს შედგა, მას შემდეგ, რაც ბედუკაძის ოჯახი თურქეთში გაემგზავრა.

კომენტარები