მიგრანტების კრიზისი

ლტოლვილთა მიმღებ ცენტრებს 100 ათასი ახალი ადგილი დაემატება

bbc.com

ევროპაში მიგრანტების კრიზისი გრძელდება. ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე 400-მდე მესაზღვრის სლოვენიაში გადაყვანა, ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გახსნა და სხვა საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე წარმოდგენილი 16-პუნქტიანი გეგმა მიგრანტების კრიზისის მოგვარების მიზნით ერთიანი ევროპული პოლიტიკის საბოლოო საფეხურია.

შეთანხმების თანახმად, ლტოლვილთა მიმღებ ცენტრებს 100 ათასი ახალი ადგილი დაემატება. ამასთან, საბერძნეთს წლის ბოლომდე 30 ათასი მიგრანტისთვის ექნება ადგილი.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას საბერძნეთში ყოველდღე 9 ათასზე მეტი მიგრანტი ჩადიოდა, რაც ამ წლის მონაცემებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნები თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შეჩერებას ჯერ კიდევ ცდილობენ. 2015 წლის განმავლობაში სირიიდან და სხვა კონფლიქტის ზონებიდან ევროპაში 600 ათასზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, რომელთაგან უმეტესობა ომს, სიღარიბესა და დევნას გამოექცა. 

კომენტარები