მიწისძვრა ავღანეთში

ჩრდილოეთ ავღანეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

BBC Afghan

ჩრდილოეთ ავღანეთში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები პაკისტანსა და ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილშიც იგრძნობოდა. წინასწარი ინფორმაციით, პაკისტანში დაღუპულია 13 ადამიანი. BBC-ის ცნობით, ავღანეთის პროვინცია თახარში გოგონათა სკოლის ნგრევამ 12 მოსწავლე იმსხვერპლა. საავადმყოფოების ინფორმაციით, 5 ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში. მიწისძვრის სიძლიერე 212 კილომეტრზე გავრცელდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ჰინდუქუშის მთები იყო, რომელიც ფაიზაბადიდან 75 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. შენობები ევაკუირებულია სამივე ქვეყნის დედაქალაქებში, დაზიანებულია კომუნიკაციის წყაროები.

კომენტარები