საქართველოს პარლამენტი

დავით საგანელიძეს პარლამენტში ვლადიმერ აჩბა შეცვლის

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტს ცესკო-მ დავით საგანელიძის ადგილმონაცვლის კანდიდატურა წარუდგინა. საგანელიძეს პარლამენტში ვლადიმერ აჩბა შეცვლის. 
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ცესკო-დან საგანელიძის ადგილმონაცვლის თაობაზე დოკუმენტაცია უკვე შევიდა. უსუფაშვილის თქმითვე, ვლადიმერ აჩბა თანახმაა, პარლამენტის წევრის ადგილი დაიკავოს.

ქართული ოცნების საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში საგანელიძის ადგილმონაცვლე ედიშერ თოლორაია იყო, თუმცა იმის გამო, რომ თოლორაია ზუგდიდის გამგებელია, პარლამენტს უფლებამოსილების ცნობის მიზნით სიის თანახმად შემდგომი კანდიდატურა - ვლადიმერ აჩბა წარედგინა.

ცნობისთვის, დეპუტატი დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა. შესაბამისად, მას პარლამენტარის უფლებამოსილება შეუწყდა.

კომენტარები