ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის და რუსთავის ნაწილს დღეს დენის მიწოდება დროებით შეუწყდება

თბილისის და რუსთავის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას თელასი და ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებენ.

თელასის ცნობით, თბილისში, კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის II შესახვევის, კრწანისის გასასვლელის, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს. ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე კი, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე კი, სოფელ დიღმის, დემეტრე თავდადებულის, მიხეილ თამარაშვილის და ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, კიევის და ჩუბინაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე კი, რეხის I, II, III ქუჩების და ხეხილ-სანერგე მეურნეობის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას. გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის და გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს. ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ჯავახეთის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

რაც შეეხება რუსთავს, ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 5 573 აბონენტს. კერძოდ, რუსთავში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება სამხარეო პოლიციას, სამხარეო პროკურატურას, დაცვის პოლიციას, საპატრულო პოლიციას, სპეცდანიშნულების რაზმს, ქალაქის საავადმყოფოს, ბავშვთა საავადმყოფოს, სამშობიაროს, ფსიქიატრიულს, სისხლის გადასხმის დისპანსერს გოგებაშვილის ქუჩაზე, ოდიშარიას ქუჩას, პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრს, სასწრაფო დახმარებას, პირველ პოლიკლინიკას.

"ასევე, მარჯანიშვილის ქუჩას, თოდრიას 1 ჩიხს, თოდრიას #3, 5, 7 და 9 ნომრებს, 1 მაისის 22-დან 36-მდე და 19-დან 33-მდე ნომრებს, წმ. ნინოს 2 და 4 ნომერს, მშენებელთა 16-დან 21-მდე და 15-დან 27-მდე ნომრებს, ფიროსმანის 9-დან 19-მდე ნომრებს, გოგებაშვილის 2, 6, 8, 3, 5, 7 და 9 ნომრებს, გორის, ყაზბეგის ქუჩებს, ვაჟა ფშაველას მე-2 გასასვლელს და 4ა, 6ა, 4, 6 და 8 ნომრებს, მეგობრობის 1-დან 27-მდე ნომრებს, ლერმონტოვის, კიკვიძის, გურამიშვილის, ხერხეულიძის, შევჩენკოს, ცურტაველის ქუჩებს, თბილისის 5-დან 13-მდე და 2-დან 26-მდე ნომრებს, იაღუჯის, ბესიკის ქუჩებს, სანაპიროს 1-დან 31-მდე ნომრებს, კლდიაშვილის, ლესელიძის ქუჩებს, წერეთელის 2-დან 10-მდე და 1-დან 7-მდე ნომრებს, ბოსტანქალაქის 26 ქუჩას, ქართულ გიმნაზიას #24" - აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები