კრიმინალი

საქართველოს ბანკიდან დიდი ოდენობით თანხა დაიკარგა

საქართველოს ბანკი

ტელეკომპანია მაესტროს ინფორმაციით, საქართველოს ბანკის საინკასაციო მანქანა დაიკარგა, რომელიც რამდენიმე მილიონი ლარით იყო დატვირთული. საქართველოს ბანკი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, აცხადებს, რომ გარკვეული ინციდენტი ნამდვილად მოხდა და ახლა გამოძიება მიმდინარეობს. 

"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რა თანხაზეა საუბარი და რა მოხდა. მაგრამ ვადასტურებ, რომ გარკვეული ინციდენტი ნამდვილად იყო. ახლა მიმდინარეობს გამოძიება. როგორც კი გამოძიების დეტალები ცნობილი გახდება, აუცილებლად გეტყვით", - ამბობს საქართველოს ბანკის პრესსამსახურის უფროსი სოფო ბალავაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ბ" პუნქტით დაიწყო, რაც ნიშნავს ქურდობას - დიდი ოდენობით. დეტალებზე არც შსს საუბრობს.

მაესტროს ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, ბანკის თანამშრომელი ეროვნული ვალუტით დატვირთული სპეცმანქანით გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

კომენტარები