მიწისძვრა

ავღანეთსა და პაკისტანში მომხდარმა მიწისძვრამ 350-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

AP

ავღანეთსა და პაკისტანში მომხდარმა მიწისძვრამ 350-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ავღანეთისა და პაკისტანის მაღალჩინოსნების განცხადებით, პაკისტანში 265, ხოლო ავღანეთში 90 ადამიანი დაიღუპა. ასევე დაშავებულია 2000-მდე პაკისტანელი.

ინდოეთში კი, მიწისძვრამ ოთხი ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ გამომცემლობა Times of India იუწყება.

7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი Hindu Kush-ის მთები იყო, რომელიც ავღანეთში, არამჭიდროდ დასახლებულ ბადახშანის პროვინციაში მდებარეობს. პროვინცია ესაზღვრება პაკისტანს, ტაჯიკეთსა და ჩინეთს.

კომენტარები