თბილისის და დასავლეთ საქართველოს ნაწილს დენის მიწოდება დროებით შეუწყდება

თბილისის და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თელასი და ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებენ.

თელასის ცნობით, თბილისში, 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება სოფელ გლდანის, გლდანის ხევის, ჯანჯღავას და ხიზაბავრის ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე, სამგორის რაიონში კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის, რაზიკაშვილის და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ალმასიანის, ბებუკის, ალექსიძის, უნივერსიტეტის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 14:00-დან 17:00 საათამდე კი, 26 მაისის მოედნის, ოჟიოს და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00-დან 17:00 საათამდე, ვაკის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება შეეხება წყნეთის გზატკეცილის, ბარნოვის, კავსაძის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო ისნის რაიონში - ლეხ კაჩინსკის ქუჩის მცხოვრებლებს.

10:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია არ ექნებათ კრწანისის რაიონში რუსთავის გზატკეცილის და გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თემქის დასახლების II მიკრორაიონის, ნიკო მარის, ხევსურეთის, მანჯგალაძის, სვანეთის, სააკაძის, ლეჩხუმის, ცინცაძის და ცოტნე დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00-დან 16:00 საათამდე დაგეგმილი სამუშაოების გამო დენის მიწოდება შეეზღუდება ჩუღურეთის რაიონში გორკის, ქვლივიძის, ჩერქეზიშვილის, გოცირიძის, ვეძათხევის, ლოჭინის, ადიგენის, ბუხაიძის, ნათიშვილის, ჯავახიშვილის, ჩიქობავას და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00-დან 15:00 საათამდე კი, ელექტროენერგია არ ექნებათ დიდგორის რაიონში დაბა კიკეთის, დიდების და ბეთანის მცხოვრებლებს.

რაც შეეხება რეგიონებს, ენერგოპრო-ჯორჯიას ინფორმაციით, ძევრულას ჰიდროელექტროსადგურზე დაგეგმილი ტესტირების მიზნით, 29 და 30 ოქტომბერს, ამბროლაურის, ონის, ტყიბულის, თერჯოლის, ჭიათურისა და საჩხერის რაიონების აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ. 

"ძევრულას ჰიდროელექტროსადგურის ნულიდან გაშვების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი ტესტირების გამო ელექტროენერგია 29 ოქტომბერს ეტაპობრივად შეეზღუდება: დაახლოებით 8000 აბონენტს ქალაქ ამბროლაურში და სოფლებში კრიხი, ახალსოფელი,ზემო კრიხი, სხვავა, ფუტიეთი, წესი, კვაცხუთი, ხიმში, მუხლი, სამთისი, ბარი, ძირაგეული, სადმელი, ბოსტანა, ღვიარა, საკეცია, ზნაკვა, მოტყიარი, ჯვარისა, ქედისუბანი, ხონჭიორი, ზემო შავრა, ნამანევი, თხმორი, ურავი, ლიხეთი, აბარი, ხოტევი, ჭელიაღელე, კვირიკეწმინდა, ველევი, ბეთლევი, შხივანა, წკადისი, სხარტალი, აგარა, უყეში, თლუღი, კაჩაეთი, ნიკორწმინდა. დაახლოებით 6200 მომხმარებელს ქ. ონში და ონის რაიონის სოფლებში. 3000 აბონენტს ქ. ტყიბულში და სოფლებში საწირე, ძიროვანი, დაბაძველი, მანჭიორი, ბზიაური. დაახლოებით 12 500 აბონენტს ქ. თერჯოლაში და სოფლებში ახალთერჯოლა, ალისუბანი, რუფოთი, ახალთერჯოლა, ჩხარი, ძევრი, გოგნი, სიქთარვა, ღვანკითი, ზოვრეთი, ბარდუბანი, ქვედა და ზედა სიმონეთი, საზანო, სკანდე, თუზი, ქვაციხე, ბიღა, ვარდიგორა", - აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება 30 ოქტომბერს, ენეგროპროს ინფორმაციით, ელექტროენერგია 15:00-დან 17:00 საათამდე ეტაპობრივად შეეზღუდებათ: დაახლოებით 24 800 აბონენტს მთლიანად ქ. ჭიათურაში და ჭიათურის რაიონში. 18 000 აბონენტს ქ. საჩხერეში და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში. დაახლოებით 12 500 აბონენტს ქ. თერჯოლაში და სოფლებში ახალთერჯოლა, ალისუბანი, რუფოთი, ახალთერჯოლა, ჩხარი, ძევრი, გოგნი, სიქთარვა, ღვანკითი, ზოვრეთი, ბარდუბანი, ქვედა და ზედა სიმონეთი, საზანო, სკანდე, თუზი, ქვაციხე, ბიღა, ვარდიგორა.

კომენტარები