სახაროვის პრემია

სახაროვის ადამიანის უფლებების პრემია საუდის არაბეთის მოქალაქე პატიმარმა მიიღო

Getty Images

საუდის არაბეთის მოქალაქე ბლოგერმა, პატიმრობაში მყოფმა რაიფ ბადავიმ ანდრეი სახაროვის სახელობის ადამიანის უფლებების პრემია მიიღო. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა მოუწოდა საუდის არაბეთის მეფე სალმანს, გაეთავისუფლებინა ბადავი, რათა მას ჯილდო მიეღო.

საიტი Free Saudi Liberals-ის ავტორი რაიფ ბადავი 2012 წელს "ისლამის შეურაცხყოფის" ბრალდებით დააკავეს. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და მათრახის 1000 დარტყმა მიუსაჯეს.

სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპარლამენტმა დააწესა. პრემია კერძო პირებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ენიჭებათ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის.

დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს, ქალაქ სტრასბურგში გაიმართება.

კომენტარები