მიგრანტების კრიზისი

საბერძნეთის კუნძულებთან ოთხი ნავი ჩაიძირა - დაღუპულია სულ მცირე 10 მიგრანტი

AFP

ეგეოსის ზღვაში, საბერძნეთის კუნძულებთან მიგრანტებით სავსე ოთხი ნავი ჩაიძირა. დაღუპულია მინიმუმ ათი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 30 პირი.

რამდენიმე საათით ადრე, მიგრანტებით სავსე კიდევ ერთი ნავის ჩაძირვის შემდეგ, საბერძნეთის საზღვაო დაცვამ 242 ადამიანი გადაარჩინა.

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე თურქეთიდან ათასობით სირიელი მიგრანტი მიემართება. 2015 წლის განმავლობაში სირიიდან და სხვა კონფლიქტის ზონებიდან ევროპაში დაახლოებით 700 000 მიგრანტი ჩავიდა, რომელთაგან უმეტესობა ომს, სიღარიბესა და დევნას გამოექცა. 

კომენტარები