რუსთავი 2-ის საქმე

ბოკერია: ჩანაწერებში არაფერია ახალი, უკანონო მოსმენები გრძელდება თავხედურად

გიგა ბოკერია
საუბარი რელიგიაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია უკრაინულ გამოცემა http://uareview.in.ua-ის მიერ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილსა და მას შორის, ასევე სააკაშვილსა და გვარამიას შორის გამოქვეყნებულ სავარაუდო სატელეფონო საუბრებს ეხმაურება. მისი თქმით, რუსთავი 2-ის ფიზიკური დაცვის შესახებ განცხადებები მედიასთან არაერთხელ გაკეთებულა, ეს ჩანაწერები კი ორ რამეს ადასტურებს:

"ერთი იმას, რომ უკანონო მოსმენები გრძელდება და ძალიან თავხედურად მერე ამას ჩვენ გვაჩვენებენ. მეორე, მე მგონი კონკრეტული მუქარაც იყო ნიკა გვარამიას მიმართ, რომ გამოგიქვეყნებთო სააკაშვილთან საუბარსო. ანუ ეს ადასტურებს იმ ამბავსაც, რაც მე პირადად და საზოგადოების უდიდეს ნაწილსაც ჯეროდა, რომ ის შიკრიკი, ვინც გააგზავნა მთავრობამ იმ მუქარებით გვარამიასთან, ნამდვილი შიკრიკი იყო მთავრობის, იმიტომ, რომ ეს კონკრეტული მუქარა შეასრულა.

გამოძიებამ ისეთი აბსურდული ფაბრიკაცია გამოიყენა გამოიძიების დასაწყებად, რომ ამ საუბარს გამოიყენებს თუ არა ახლა ამის პროგნოზირება ჩემთვის რთულია. თუმცა, ხაზს ვუსვამ მთავარ საკითხს, რომ მე პირადად ჩემს თანაგუნდელებს ახალი სათქმელი ამ თვალსაზრისით არფერი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ეს გახლავთ ჩვენი საჯარო პოზიცია, არაერთხელ ნათქვამი მედიისთვის, რომ ჩვენთვის წითელი ხაზი არის "რუსთავი 2"-ის ჩახშობის მცდელობა და ამ მცდელობას ჩვენ აღვუდგებით ფიზიკურად წინ.

ჩვენში არ ვგულისმობ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას, ვგულისხმობ საზოგადოების სერიოზულ ნაწილს. ამაში არაფერი სიახლე არ უნდა იყოს, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია რომელიც განხორციელებული იქნება აუცილებლად", - აცხადებს ბოკერია ქრონიკასთან სატელეფონო ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ, 21 ოქტომბერს მუქარის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადა:

"დღეს შედგა საუბარი ჩემსა და ადამიანს შორის, რომელიც მაწვდის სამთავრობო მესიჯებს. საუბრის შინაარსი იყო შემდეგი: ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალ სასასამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას მიაკუთვნებს ხალვაშს. ამას ხვალვე ან შემდეგ დღეს მოჰყვება დაუყოვნებელი აღსრულება. მოთხოვნა იყო, რომ გავწეუილიყავი. მე ვთქვი, რომ არასდროს არ ვიზამ ამას.

მითხრეს, რომ არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ აქ და ვერ გავუშვი ამერიკაში, არ უნდა დამავიწყდეს, რომ აქვთ კონკრეტული ვიდეობი, რომელიც გამოქვეყნდება, სატელეფონო მოლაპარაკებები, რომელიც სააკაშვილთან მქონდა და ეს გამოქვეყნდება და მე გამანადგურებენ ქვეყნის და ხალხის თვალში",- თქვა გვარამიამ.

კომენტარები