კრიმინალი

შსს: ადიგენისა და ბორჯომის რაიონებში, უკანონო სახერხი საამქროები დავლუქეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ადიგენისა და ბორჯომის რაიონებში, უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს. შსს-ს ცნობით, პოლიციამ უკანონოდ მოპოვებული დაუფირნიშებელი, 7,2 კუბ.მეტრი წიწვოვანი ჯიშის ხის მრგვალი მორი და 4,42 კუბ.მეტრი დამუშავებული ფიცარი ამოიღო. საამქროების მფლობელები - 1978 წელს დაბადებული დავით ა, 1966 წელს დაბადებული გიორგი ე, 1986 წელს დაბადებული ამბერკი ფ. და 1969 წელს დაბადებული გოჩა ე. ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის, მასალის უკანონოდ გადამუშავების და გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე ამხილეს.

გამოძიება ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლით, 128-ე პრიმა-2 და 128-ე პრიმა-3 მუხლებით).

კომენტარები