მიგრანტების კრიზისი

საბერძნეთის კუნძულებთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა - დაღუპულია 22 ადამიანი

bbc.com

საბერძნეთის კუნძულ კალიმნოსთან მიგრანტების კიდევ ერთი ნავი ჩაიძირა. ბოლო მონაცემებით, შემთხვევის შედეგად დაღუპულია 22 ადამიანი. მათი უმეტესობა ბავშვია. მაშველებმა 138 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.

გავრცელებული ცნობით, მიგრანტები თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულ კალიმნოსზე გადასვლას ნავით ცდილობდნენ, თუმცა ის ზღვაში ჩაიძირა.

საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, ალექსის ციპრასმა, მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და თქვა, რომ ევროპა მიგრანტებს სათანადო დახმარებას არ უწევს.

ამ კვირაში ეს ნავის ჩაძირვის მეორე შემთხვევაა. გუშინდელ ტრაგედიას 16 მიგრანტი ემსხვერპლა. მაშველებმა 274 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნები თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შეჩერებას ჯერ კიდევ ცდილობენ. 2015 წლის განმავლობაში სირიიდან და სხვა კონფლიქტის ზონებიდან ევროპაში 700 ათასი მიგრანტი ჩავიდა, რომელთა უმეტესობა ომს, სიღარიბესა და დევნას გამოექცა. 

კომენტარები