შუალედური არჩევნები 2015

ISFED: არჩევნებზე უმნიშვნელო დარღვევები იყო, რომლებიც აღმოიფხვრა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ცნობით, შუალედურ არჩევნებზე უბნის გახნის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, დღის 15:00 საათის მონაცემებით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ადგილი ჰქონდა უმნიშვნელო დარღვევებს, რომლებიც ძირითადად მოკლე დროში და ადგილზევე აღმოიფხვრა.

ISFED-ის დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დაღვევებს შორისაა საზოგადოებრივი აზრის შედეგების გამოქვეყნების წესის დარღვევა, რადგან ორგანიზაციის ცნობით, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია საგარეჯოს ამომრჩეველთა საარჩევნო განწყობების კვლევის შედეგების თაობაზე, ასევე არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა ორ საარჩევნო უბანზე, საკონტროლო ფურცელთან, ამომრჩეველთა სიასთან და ხმის მიცემასთან დაკავშირებული ხარვეზები რამდენიმე უბანზე.

საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნებს ISFED-ი 48 მოკლევადიანი, ორი ოლქის დამკვირვებლის და ორი მობილური ჯგუფის მეშვეობით აკვირდება.

საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ძირითადი ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს. ორივე ოლქში მთავარი კონკურენტები მმართველი გუნდისა და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატები არიან. 

კომენტარები