შუალედური არჩევნები 2015

ცესკო: 24 უბნის შედეგები - თამარ ხიდაშელი 3067 ხმა, ირმა ინაშვილი - 3033

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 24 უბნის შედეგებით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საგარეჯოში ქართული ოცნების კანდიდატი თამარ ხიდაშელი ლიდერობს. მას 3067(47.78%) ხმა აქვს, ხოლო პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილს კი 3033(47.25%). დასათვლელი კიდევ 26 უბანია.

დანარჩენ პოზიციებზე კი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები არიან - გიორგი დავითაია 182(2.83%), მიხეილ ანდღულაძე 108(1.68%) და ზურაბი ჯორბენაძე 29(0.45%)

მარტვილში კი 39 საარჩევნო უბნიდან 34-ია დათვლილი. მმართველი კოალიციის კანდიდატ სოსო დანელიას ხმათა 72.08%(8286) აქვს მიღებული, პატრიოტთა ალიანსიდან ეთერ მეძველიას კი - 27.91%(3209).

რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, დმანისის, ვანისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქებში, წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, მზია ნინიაშვილმა(100%), რაული ძაგნიძემ (69.11%) და მელორი გელანტიამ(73.44%) გაიმარჯვეს.

კომენტარები