სტალინის ძეგლები

ენმ-ის ზესტაფონის ოფისი: დაბა შორაპანში სტალინის ძეგლი აღადგინეს

Facebook/zestafoniunm

ენმ-ის ზესტაფონის ოფისის ინფორმაციით, დღეს, ქალაქ ზესტაფონში, კერძოდ, დაბა შორაპანში სტალინის ძეგლი აღადგინეს.

როგორც ადგილობრივი ორგანიზაცია ფეისბუქზე წერს, "ახალგაზრდები გამოთქვამენ პროტესტს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ არ სურთ წარსულში დაბრუნება, თუმცა, არსებობს ამავე დაბის დეპუტატის კობა გოჩალეიშვილის მსგავსი ხალხი, რომლებსაც სტალინი ხატად ჰყავთ, სურთ მისი ძეგლის და სურათების თაყვანისცემა და ლოცვა. ახალგაზრდები ეუბნებიან არა სტალინიზმს!"

კომენტარები