რეკლამა

TIGER LILIES კონცერტი თბილისში 8 ნოემბერს გამართება

TIGER LILIES კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში, 8 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება. კონცერტი ალთერ ვიჟენ ჯგუფის ორგანიზებით ლაივ კონცერტების ALTERNIGHTS-ის ფარგლებში ტარდება.

TIGER LILIES 1989 წელს დაარსდა. ჯგუფი დღემდე ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და ორიგინალური ტრიოს სახელს. TIGER LILIES სამყარო ბნელი, სარკასტული, სევდიანი და შავი იუმორით არის გაჟღენთილი. მათი მუსიკა ბერლინური კაბარეს, ანარქიული ოპერისა და ბოშათა მუსიკის ნაზავია. TIGER LILIES თითოეული კონცერტი თეატრალური წარმოდგენაა.

TIGER LILIES პირველად თბილისში, მუსიკალური ფესტივალის, TBILISI OPEN AIR 2015-ის ფარგლებში წარდგა მსმენელის წინაშე. ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში.

TIGER LILIES -ის კონცერტის ბილეთები იყიდება ონლაინ, https://tkt.ge/ka/event/22/the-tiger-lilies-ზე და თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებში. ბილეთის ფასებია: 30, 35, 55, 75 ლარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ივენთის ოფიციალურ ფბ გვერდს: https://www.facebook.com/tbilisiopenair?fref=ts.

კომენტარები