ბარამიძე: სუს-ი თავს უფლებას აძლევს, იყოს საზოგადოებრივი ცენზორი

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, ენმ-ის წევრი გიორგი ბარამიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ პირებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რაც საზოგადოებრივი აზრის არასწორ ფორმირებას შეუწყობს ხელს.

"როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა უწყება, რომელიც თავს უფლებას აძლევს, საზოგადოებრივი ცენზორი იყოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია ყოფილა ის, რომ ხალხის მოსაზრებები აკონტროლოს. ესაა გაუგონარი და მიუღებელი რამ ძალიან მცირე ჩანასახოვანი დემოკრატიის მქონე ქვეყნისთვისაც კი. ესაა იმის მაჩვენებელი, თუ რა მენტალიტეტის მატარებელია ბიძინა ივანიშვილი, თუ რა მეთოდებით ცდილობს საზოგადოების გაკონტროლებას.

მეორე საკითხია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ სააკაშვილი დასაჭერია. მინდა, მას შევახსენო, რომ ის ფორმალურად მაინც არის საქართველოს პრემიერი და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს სამსახურს, ნუ შეარცხვენს ჩვენს ქვეყანას და როცა ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფება, საქართველოს პრესტიჟის გაძლიერებაზე იზრუნოს", - თქვა ბარამიძემ.

კომენტარები