რუსთავი 2-ის საქმე

სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

თამაზ ურთმელიძე
რუსთავი 2

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიის 60% ქიბარ ხალვაშისაა, 40% კი შპს პანორამასი, რომელიც ხალვაშს ეკუთვნის. მოსამართლემ ასევე ბათილად ცნო ის კონტრაქტები, რომლითაც ხალვაშმა 2005–2006 წლებში ტელეკომპანიაში საკუთარი წილები გაყიდა.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშს არ დაუკმაყოფილა შემდეგი ხუთი მოთხოვნა: აღიარებულიყო რუსთავი 2-ის ლოგოს ავტორად; აღიარებულიყო გადაცემების ბოიარდის ციხესიმაგრის, უკანასკნელი გმირის და ჯეობარის ავტორად; ლოგოს უნებართვო გამოყენების გამო რუსთავი 2-ს დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურება 200 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით; რუსთავი 2-ს დაკისრებოდა მიყენებული ზიანის [მიუღებელი შემოსავლის] ანაზღაურება 300 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით. ამ მოთხოვნებს მოგვიანებით კიდევ 18 მილიონი აშშ დოლარი დაემატა, რომელსაც ხალვაში რუსთავი 2-ისგან კომპენსაციის სახით ითხოვდა.

მოსამართლის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ვერ აღსრულდება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმა შეაჩერა.

კომენტარები