მედიის თავისუფლება

ასოცირების კომიტეტი მთავრობას: უზრუნველყავით მდგრადი და მრავალფეროვანი მედია

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი დასკვნით განცხადებასა და რეკომენდაციებზე შეთანხმდა. დოკუმენტის თანახმად, "მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციული მრავალფეროვნება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებებია, რისი ვალდებულებაც საქართველომ აიღო ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში". ასოცირების კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "მედიასივრცის მონოპოლიზაციას აუცილებლად მივყავართ შეხედულებების მრავალფეროვნების დაზიანისკენ და პოლიტიკური კონკურენციისათვის ადგილს აღარ ტოვებს". კომიტეტი მოუწოდებს ხელისუფლებას, "უზრუნველყოს მდგრადი და მრავალფეროვანი მედია და ინფორმაციული გარემო".

დასკვნითი განცხადების თანახმად, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას მედიამფლობელთა გამჭვირვალობის შესახებ კანონის სრულ აღსრულებას.

"რათა შეიქმნეს გარანტია, ბიძგი მიეცეს მედიაპლურალიზმის განვითარებას და უფრო მეტად იქნეს დაცული მედიის უფლებები დამოუკიდებელი და ობიექტური მაუწყებლობისთვის. არცერთმა პროცესმა არ უნდა შეუშალოს ხელი მედიის დამოუკიდებელ სარედაქციო საქმიანობას", - ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა 3-4 ნოემბერს, თბილისში გაიმართა. სხდომას ევროპარლამენტის მხრიდან საჯად კარიმი, საქართველოს პარლამენტის მხრიდან კი, ზვიად კვაჭანტირაძე თავმჯდომარეობდა. კომიტეტმა საქართველოს მთავრობის სახელით მოუსმინა ქალბატონ თეა წულუკიანს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანუშ ჰერმანს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები