თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

დაგეგმილი სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

თელასის ინფორმაციით, 11:00-დან 17:00 საათამდე, ვაკის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს, მთაწმინდის რაიონში, ერეკლე მეორეს მოედნის, ყავლაშვილის, ჩახრუხაძის და შავთელის ქუჩების მცხოვრებლებს. ისნის რაიონში კი, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

11:00-დან 15:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება სამგორის რაიონში ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, გლდანის რაიონში კი, გლდანის მასივის V, VII მიკრორაიონების, ხიზანიშვილის, ლიახვის, ჟინვალის და ნაგომარის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 17:00 საათამდე დენი არ ექნება ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00-დან 17:00 საათამდე კი, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

 

კომენტარები