რუსეთი სირიაში

რუსეთმა სირიაში საზენიტო სარაკეტო სისტემები გააგზავნა

ვიქტორ ბონდარევი, ვლადიმერ პუტინი
Reuters

რუსეთმა სირიაში სარაკეტო სისტემები საკუთარი სამხედროების დასაცავად გაგზავნა. ამის შესახებ დღეს Комсомольская правда-სთან საუბარში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა ვიქტორ ბონდარევმა განაცხადა.

„ჩვენ გამოვითვალეთ ყველა შესაძლო საფრთხე და სირიაში გავაგზავნეთ არა მხოლოდ ავიაგამანადგურებლები, ბომბდამშენები და ვერტმფრენები, არამედ საზენიტო სარაკეტო სისტემებიც. ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ", - თქვა ბონდარევმა.

კომენტარები