Sotheby-ის აუქციონი

აუქციონზე მოდილიანის ნახატი 43 მილიონ დოლარად გაიყიდა

AFP

ნიუ იორკში, Sotheby-ის აუქციონზე უცნობმა აზიელმა კოლექციონერმა ამადეო მოდილიანის ნახატი Portrait of Paulette Jourdain (1919) წლევანდელი აუქციონის სარეკორდო ფასად, 43 მილიონ დოლარად შეიძინა.

ნახატის ფასი თავდაპირველად 25 მილიონი დოლარი იყო, თუმცა, ვაჭრობისას მისმა ფასმა 43 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ დრომდე, ეს ნახატი ამერიკელი მილიარდერის, ალფრედ ტაუბმანის კერძო კოლექციაში ინახებოდა.

წელს აუქციონის შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდა, რადგან გასაყიდად გატანილი ლოტების ფასმა აიწია. ახალი წესების მიხედვით, ნებისმიერმა მყიდველმა, რომელიც 200 ათას დოლარიან ლოტს შეიძენს, აუქციონის სახლს ამ თანხის 25 პროცენტი უნდა გადაუხადოს.

კომენტარები