ბენზემას სკანდალი

AFP: ბენზემამ ვალბუენას შანტაჟში მონაწილეობა აღიარა

Getty Images

მადრიდის რეალისა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, ფეხბურთელ მეთიუ ვალბუენას დაშანტაჟებაში მონაწილეობა აღიარა. ამის შესახებ AFP წყაროზე დაყრდნობით იუწყება. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ბენზემასა და კიდევ სამი პირის შესახებ, რომ ისინი ვალბუენას ინტიმური ვიდეოების გავრცელებით აშანტაჟებდნენ.

ბენზემამ გუშინდელი ღამე ვერსალის პოლიციის განყოფილებაში გაატარა. პროკურორებს სურთ, ბენზემა გამოძიების ქვეშ დარჩეს. მადრიდის რეალის ფეხბურთელის ადვოკატი კი აცხადებს, რომ ბენზემას აღნიშნულ საქმესთან კავშირი არ აქვს.

AFP-ის ცნობით, ბენზემამ ჩანაწერების შესახებ ვალბუენას ბავშვობის მეგობრისგან შეიტყო.

ფრანგული მედიის ცნობით, ბენზემამ ვიდეოჩანაწერი ვალბუენას საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშის დროს ოქტომბერში უხსენა. უცნობია, ბენზემას მოწოდება ვალბუენას მიმართ, დამშანტაჟებლებისთვის ფულის გადახდის შესახებ, უბრალოდ მეგობრული ხასიათის რჩევა იყო თუ ზეწოლის მცდელობა.

კომენტარები