გაზპრომთან მოლაპარაკებები

კალაძე: ალიევი თავის განცხადებაში კომერციულ გაზს არ გულისხმობდა

ტაბულა

ალიევი თავის განცხადებაში კომერციულ გაზს არ გულისხმობდა - ასე გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებას ვიცეპრემიერი კახა კალაძე.

კალაძის თქმით, ავლაბრის რეზიდენციაში ალიევთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა გაზპრომის საკითხზე.

"საუბარი იყო იმ პროექტებზე, რომელსაც სოკარი ახორციელებს საქართველოში. განვიხილეთ მეორე ხაზის მშენებლობა. ჩვენ ბევრჯერ დავამტკიცეთ რომ საქართველო ევროპისთვის არის სანდო პარტნიორი. ჩვენ ყველა მნიშვნელოვან პროექტში მივიღებთ მონაწილეობას და ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს გავაკეთებთ , იმ პროექტის წარმატებით დასრულებისთვის რაც არის წამოწყებული", - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები