რუსთავი 2-ის საქმე

დროებითი მმართველის დანიშვნა რ2-ის მიერ სასამართლოს გაშუქებამ განაპირობა

თამაზ ურთმელიძე
რუსთავი 2

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განჩინებაში რუსთავი 2-ისთვის დროებითი მმართველის დანიშვნას მათ შორის იმით ხსნის, რომ ტელეკომპანია მიმდინარე პროცესს კრიტიკულად აშუქებს:

"არსებობს საფრთხეც, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის თანამშრომელთა კონცენტრაცია და საქმიანობის მიმართულება ძირითადად გადატანილ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ არსებული დავის გარშემო საკითხების გაშუქებაზე. ეს არა მხოლოდ უარყოფითად აისახება საწარმოს რეიტინგზე და მის ფინანსურ საკითხებზე, არამედ შექმნის სერიოზულ საფრთხეს, რომ მედიამ დაკარგოს თავისი ძირითადი როლი და დანიშნულება - იდგეს საზოგადოებრივი ინტერესის სადარაჯოზე. არსებული მმართველობის პირობებში მედიის მიერ ამ დანიშნულების შესრულება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას." - ვკითხულობთ განჩინებაში.

დღეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერდა და რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.

კომენტარები