NASA

NASA: მარსზე წყლის გაქრობა მზის ქართანაა დაკავშირებული

telegraph.co.uk

NASA თავის ოფიციალურ ვებგვერდზე მარსთან დაკავშირებით ახალ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ NASA-თვის ცნობილი გახდა, თუ როგორ გადაიქცა მარსი, ერთ დროს დასახლებული, დედამიწის მსგავსი პლანეტა ისეთ პლანეტად, როგორსაც დღეს ჩვენ ვხედავთ. NASA-ს აღმოჩენით, მარსზე წყლის გაქრობა გარკვეულ კავშირშია მზის ქართან.

NASA-ს ინფორმაციით, დედამიწა მზის ქარისგან თავისი მაგნიტური ველის წყალობით დაცულია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მარსსაც ჰქონდა თავისი მაგნიტური ველი, მან ის დაკარგა. დროთა განმავლობაში მარსის ატმოსფერო კოსმოსში გაიფანტა და პლანეტა გაცივდა.

NASA-ს გამოკვლევემა აჩვენა, თუ როგორ გაქრა ჟანგბადი, წყალბადი და ნახშირორჟანგი - ანუ ყველაფერი, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ მარსი ყოფილიყო დასახლებული პლანეტა - მარსის ატმოსფეროდან.

NASA-ს მკვლევარების თქმით, მარსზე დაახლოებით 4.3 მილიარდი წლის წინ იყო ოკეანეები, რომლებიც შეიცავდნენ მეტ წყალს, ვიდრე ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე დედამიწაზე.

NASA თავის განცხადებაში ასევე იმედოვნებს, რომ შეძლებენ რამის გარკვევას იმ სუპერძლიერ, მისტერიულ ციალზე, რომელიც მარსზე წელს შევნიშნეს.

შეგახსენებთ, რომ NASA-ს მეცნიერებმა მარსზე წყალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ NASA-ს 28 სექტემბრის პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. NASA-ს მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მარსი არ არის მშრალი პლანეტა, როგორც ადრე ფიქრობდნენ, არამედ თხევადი წყალი არის ნაპოვნი.

კომენტარები