რეკლამა

ჩაკრულოს შემდეგ კოსმოსს ქართველი დედა ესტუმრება

NASA

კავკასიის ბიზნეს ვიქის ინფორმაციით, მომავალი წლის მარტში საქართველოს კიდევ ერთხელ და ძალიან საინტერესოდ აღმოჩნდება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.

ქართველი მოყვარული ასტრონავტი ნინო კერესელიძე NASA-ს ოფიციალური მისიით კოსმოსში გაფრინდება. პროფესიით ჰიდროლოგი მარსზე ჩაატარებს კვლევას ბუნებრივი წყლების დინამიკისა და გეოგრაფიულ გარემოსთან ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.

ნინო კერესელიძე 45 წლისაა. ის ყოფილი დიასახლისი და სამი შვილის დედაა. მან კავკასიის ბიზნეს ვიქს რამდენიმე წუთი დაუთმო და გაესაუბრა.

"ყოველთვის მაინტერესებდა ასტრონომია. ბოლო ორი წელია, თავისუფალი დრო მთლიანად ამ სფეროს დავუთმე. გავიარე ექვსთვიანი კურსი, მოვიძიე მრავალი ინფორმაცია, საბოლოოდ ჩემმა ნაშრომებმა NASA-ს ყურადღება დაიმსახურა, რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა. ახლა, როგორც არასდროს, ისე ახლოს ვარ ჩემი ოცნების ახდენასთან - ვიმოგზაურო კოსმოსში", - თქვა მან.

 

[სარეკლამო სტატია] 

კომენტარები