თავისუფალი დემოკარატები

უსუფაშვილი, ბერძენიშვილი თავისუფალ დემოკრატებს: ტელეფონის ნომრები იგივე გვაქვს

0 კომენტარი
ფოტო: netgazeti.ge

დავით უსუფაშვილი და დავით ბერძენიშვილი ფრაქცია ქართული ოცნება - რესპუბლიკელების სახელით Facebook-ზე განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც თავისუფალი დემოკრატების მიმართვას პასუხობენ. 

"საჯარო მომართვის პასუხად გვინდა საჯაროდვე შევახსენოთ კოლეგა „თავისუფალ დემოკრატებს“, რომ კომუნიკაციის უსწრაფესი საშუალების - მობილური ტელეფონების ნომრები იგივე გვაქვს (ვფიქრობთ, ღირებულებებიც...). სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებთ და ამასვე ვთხოვთ ყველას, ვისთვისაც კოლეგების მიერ დასმული ძირითადი საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მომართვის სხვა ტაქტიკური ასპექტები," - ნათქვამია განცხადებაში.

თავისუფალმა დემოკრატებმა რესპუბლიკელებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ შეხვედრას სთავაზობენ და იმედოვნებენ, რომ ისინი კვლავ ერთგულები არიან იმ ღირებულებების და პრინციპების, რომლებიც მათ აკავშირებდათ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები