საბაჟო

ჩინეთმა საქართველოს $5 მილიონის ღირებულების საბაჟო ტექნიკა უსასყიდლოდ გადასცა

facebook.com/mofgeorgia

6 ნოემბერს, ჩინეთის მთავრობამ ქართულ მხარეს კონტეინერების სკანირების სისტემა და საბაჟო კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებები გადასცა. საქართველოში ჩინეთის ელჩის იუე ბინის თქმით, სამთავრობო დახმარების ფარგლებში საქართველომ სულ $5 მილიონამდე ღირებულების სკანირებისა და ავტომობილების შემოწმების ტექნიკა გადასცა.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, საჩუქარი საბაჟო სისტემისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია, რადგანაც ის აამაღლებს ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცულობასა და შეამცირებს ტვირთების შემოწმებისთვის განსაზღვრულ დროს.

ჩინეთის ელჩის იუე ბინის თქმით, გასული წლების მანძილზე საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებმა მაღალი ტემპებით დაიწყო განვითარება.

ჩინეთის მთავრობა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების სურვილს გამოთქვას, ჩინურმა და ქართულმა მხარეებმა ამ ხელშეკრულების შესაძლო ეფექტების შეფასება უკვე მოახდინეს.

კომენტარები