რუსთავი 2-ის საქმე

პაპუაშვილი ამერიკის ელჩზე: ქვეყნის ამრევი გამონათქვამებისგან თავი შეიკავოს

0 კომენტარი

საქართველოს პარლამენტის წევრი კოალიცია ქართული ოცნებიდან, ზაზა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მართებს "ცოტა არ იყოს ქვეყნის ამრევი გამონათქვამებისგან თავი რაღაცნაირად შეიკავოს". იან კელის მიერ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესახებ გაკეთებულ განცხადებას დეპუტატი პაპუაშვილი "პირველ რადიოსთან" გამოეხმაურა.

"მე ვიზიარებ იუსტიციის მინისტრის მოსაზრებას და ვეთანხმები აბსოლუტურად და თქვენ რა გაგიხდიათ ეს ამერიკის ელჩი ვერ გავიგე. ჩვენ ქვაყანაზე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენაა თუ რა? ვერ გავიგე? საკუთარ თავს ვცეთ პატივი და ღირსება შევინარჩუნოთ. ასეთ თემებში ჩარევას დიდი მნიშვნელობა აქვს და რადგან რამემ არ გამოიწვიოს ქვეყანაში ისეთი არეულობა და რაღაცა გაუგებარი რაღაცეები. თუმცა რა უნდა გამოიწვიოს მაგრამ, ყოველ შემთხვევაში ვინც არ უნდა იყო შენ, ეს არის ქვეყანა და გმართებს ცოტა არ იყოს ქვეყნის ამრევი გამონათქვამებისგან თავი რაღაცნაირად შეიკავო. ამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება და ან დაეკითხონ ან ჩაიხედონ საქმეში.საერთოდ უნდა მოერიდოს ადამიანი, ჩაერიოს ისეთ შინაურ საქმეებში, როდესაც შესაძლოა დაუფიქრებელმა ჩარევამ რაღაცა არეულობა და უსიამოვნება გამოიწვიოს. ჩემი აზრით უნდა იყოს დაფიქრებული და მოზომილი ნებისმიერი მისი განცხადება, იმიტომ, რომ ის არის ელჩი და წარმოადგენს სხვა ქვეყანას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ქვეყნების მეგობრობას დიდი მნიშვნელობა აქვს, დიდი მნიშვნელობა აქვს როდესაც ელჩი გაითვალისწინებს ჩვენი ქვეყნების მეგობრობას და ასეთი მაღალი ტრიბუნიდან გააკეთებს ისეთ განცხადებას კი არა, რომელიც გარკვეულწილად რომელიღაცა მხარის სიმპათიას დაიმსახურებს, არამედ ისეთს როგორიც არის რეალურად, კანონიერად და კონსტიტუციურად. მე არ მგონია, რომ ამ სიტუაციაში ხელისუფლებას დაერღვიოს კანონი"-განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა. (სტილი დაცულია)

გუშინ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა ელჩის განცხადება, სადაც იან კელი გამოთქვამს უაღრეს შეშფოთებას რუსთავი 2-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუაღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ელჩი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები