საბაგირო

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 20 ნოემბრამდე დაიხურება

http://hotels.ltd.ge/

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 9 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე დაიხურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის ნამუშევარი საათების რაოდენობის გათვალისწინებით, იცვლება ძირითადი გამწევი ბაგირი. სარემონტო სამუშაოები დაიწყება 9 ნოემბერს და გაგრძელდება 20 ნოემბრამდე. სამუშაოების მიმდინარეობისას საბაგირო გზა დროებით დაიხურება.

სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს "შექმნილი უხერხულობისთვის ბოდიშს უხდის".

კომენტარები