მოგერინის ვიზიტი

მოგერინი: მედიაპლურალიზმი და კანონის უზენაესობა გარანტირებული უნდა იყოს

ტაბულა

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ფედერიკა მოგერინის თქმით, საქართველოში უნდა იყოს შენარჩუნებული ის ჩარჩო სივრცე, რომელიც შედგება მედიაპლურალიზმის, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისგან.

"როგორც თქვენ თქვით, ბატონო პრემიერო, ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განვიხილეთ. 2016 წელი საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც თქვენ საპარლამენტო არჩევნები გაქვთ. ჩვენ შეხვედრაზე ვთქვით, რომ უნდა იყოს გარანტირებული პოლიტიკური ვითარება, რომელიც არის მშვიდი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. ეს უნდა იყოს დემოკრატიული, სამართლიანი და ინკლუზიური არჩევნების ჩატარებისთვის მნიშვნელოვანი. საქართველომ სწორედ ამგვარი სივრცე მთელი 2016 წლის მანძილზე უნდა შეინარჩუნოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უნდა იყოს წყნარი და მშვიდობიანი სივრცე შენარჩუნებული. ემოციებს რაც შეეხება, საქართველოსა და იტალიაში საკმაოდ კარგად ესმით, თუ ეს რას ნიშნავს, მაგრამ მაინც მთავარია, რომ იყოს შენარჩუნებული ეს ჩარჩო სივრცე, რომელიც შედგება მედიაპლურალიზმისგან, კანონის უზენაესობის პატივისცემისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისგან. ძალადობის ფაქტებს რაც შეეხება, ეს წინასაარჩევნო გარემოზე დადებითად არ აისახება", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.

ფედერიკა მოგერინი დღესვე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ვითარებას, რუსთავი 2-ის საქმესა და საქართველოში რუსული გავლენის ზრდას.

კომენტარები