მიგრანტების კრიზისი

ევროპარლამენტის მომხსენებელი: საქართველოს შეუძლია, სირიელი მიგრანტები მიიღოს

0 კომენტარი
ფოტო: ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის მომხსენებელი ანდრეი მამიკინი აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო Trend-თან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ევროპარლამენტის პოლიტიკის სოლიდარობის ნიშნად შეუძლია, სირიელი მიგრანტები მიიღოს.

მამიკინის თქმით, ასოცირებულ ქვეყნებს არ აქვთ აღებული ვალდებულება, რომ მიგრანტთა მიღების პროცესში მიიღონ მონაწილეობა. ასე რომ, საქართველოს და ასევე სხვა ასოცირებულ ქვეყნებს ვერავინ აიძულებს მიგრანტების მიღებას.

მიუხედავად ამისა, მამიკინის აზრით, შეიძლება, ზოგიერთმა ქვეყანამ, თავად გამოხატოს სირიელი მიგრანტების, მიღების სურვილი და ამით სოლიდარობა გამოუცხადოს ევროპარლამენტის პოლიტიკას.

მამიკინმა ისიც აღნიშნა, რომ მიგრანტების კრიზისის საკითხი არ იქონიებს გავლენას ევროკავშირსა და ასოცირებულ ქვეყნებს შორის მიმდინარე დიალოგზე და ასოცირებული ქვეყნები დარჩებიან ევროკავშირისთვის პრიორიტეტულ საკითხად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები