მიგრანტების კრიზისი

მიგრანტების კრიზისის გამო შვედეთი დროებით სასაზღვრო კონტროლს აწესებს

0 კომენტარი
ფოტო: bbc.com

შვედეთი მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად სასაზღვრო კონტროლის შემოღებას გეგმავს, - ამის შესახებ შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანდერს იგემანმა განაცხადა. როგორც „დოიჩე ველე" იუწყება, ეს „იძულებითი და დროებითი" ზომაა.

შვედეთში ვარაუდობენ, რომ მიგრანტების დიდმა რაოდენობამ შესაძლოა საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე შეუქმნას. სასაზღვრო კონტროლი დღეიდან ამოქმედდება და საწყის ეტაპზე 10 დღეს გასტანს.

„ეს არ არის ერთი, ორი ან სამი ქვეყნის პრობლემა, ეს მთელი ევროკავშირის პრობლემაა, ნათელია, რომ ჩვენ სხვა სისტემა გვჭირდება", - განაცხადა შვედეთის პრემიერმინისტრმა, სტეფან ლევენმა, მალტაში გამართულ ევროკავშირის სამიტზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები