რუსთავი 2-ის საქმე

საყევარიშვილმა გვარამიასათვის უფლებამოსილების აღსადგენად რეესტრს მიმართა

რევაზ საყევარიშვილი
რუსთავი 2

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დროებით მმართველად დანიშნულმა რევაზ საყევარიშვილმა დღეს საჯარო რეესტრს სამოქალაქო სასამართლოს კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა, რომლის თანახმადაც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორ ნიკა გვარამიას და ფინანსური დირექტორ კახა დამენიას უფლებამოსილება უნდა აღუდგეთ. განაცხადი რეესტრში 17:57 საათზე შევიდა. რეესტრმა დოკუმენტი ერთი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა დაარეგისტრიროს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, გვარამიას და დამენიას უფლებამოსილებები ხვალვე აღუდგებათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება აღუდგინა. განცხადება სასამართლოს საიტზეა გამოქვეყნებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშის განცხადების საფუძველზე, რომ ტელეკომპანიის წილს დავით დვალს გადასცემს, განჩინების ნაწილი დვალის დროებით მმართველად დანიშვნის შესახებ გაუქმდა. გადაწყვეტილების თანახმად, რევაზ საყევარიშვილს უჩერდება დროებითი მმართველის უფლებამოსილება სასამართლოს ყველა ინსტანციაში განჩინების განხილვის დასრულებამდე.

კომენტარები