უფასო პირადობის მოწმობები

იუსტიციის მინისტრმა 1661 პატიმარი ID ბარათის საფასურისგან გაათავისუფლა

0 კომენტარი

იუსტიციის მინისტრმა 1661 პატიმარი პირადობის მოწმობის საფასურისგან გაათავისუფლა. სამინისტროს ცნობით, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს ID ბარათები "ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ფარგლებში დაუმზადეს.  

"იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, 2013 წლიდან "ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" მიმდინარეობს, რომელსაც სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა პატიმართა დასახმარებლად. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ უფასო პირადობის მოწმობები ეკუთვნით სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001–ს არ აღემატება; მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ საქართველოს მოქალაქეებს; პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით;

ამის გარდა, სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სარგებლობენ 10-ლარიანი შეღავათით. ის სტუდენტები კი, რომლებმაც ერთხელ უკვე ისარგებლეს 10-ლარიანი შეღავათით და განმეორებით სურთ დოკუმენტის მიღება. სარგებლობენ 3-ლარიანი შეღავათით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები