რუსთავი 2-ის საქმე

სასამართლომ რ2-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დროებითი მმართველის ნორმები შეაჩერა

საკონსტიტუციო საამართლომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით TV საქართველოსა და ძმები ყარამანიშვილების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ის ნორმები შეაჩერა, რომლის საფუძველზეც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 5 ნოემბერს ტელეკომპანიას დროებითი მმართველები რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაუნიშნა. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 24-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი ითვალისწინებს სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესაძლებლობას, რომელიც არ არის გადაცემული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტი ადგენს სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დაავალდებულოს მოპასუხე მის მფლობელობაში არსებული ნივთი გადასცეს აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით, ხოლო მე-3 ნაწილის პირველი წინადადება კი განსაზრღვრავს, რომ გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, სასამართლოს შეუძლია, გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის.

კომენტარები