ადვოკატის ცემა

უფლებათა სახლი: ჯერ კიდევ არ დასჯილან ის პირები ვინც მდინარაძეზე იძალადეს

humanrightshousetbilisi

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტის სრულფასოვან გამოძიებას ადამიანის უფლებათა სახლი მოითხოვს. დღეს არასამთვრობო ორგანიზაციამ  პროკურატურის სახელზე მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები ჯერ კიდევ არ დასჯილან.

"პროკურატურამ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვაია დააკავა. თუმცა, ჯერ კიდევ არ დასჯილა პოლიციის სხვა თანამშრომლები, რომლებმაც ფიზიკურად იძალადეს გიორგი მდინარაძეზე.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მიმართავს პროკურატურას, რომ ყველა იმ პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რომლებიც ამ ძალადობრივ ქმედებაში მოქმედებით თუ უმოქმედობით მიიღო მონაწილეობა." - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

დღეს საქართველოს პროკურატურამ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია ბრალდებულის სახით დააკავა. პროკურატურა აპირებს, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს.

კომენტარები