თავდასხმა პარიზში

პარიზში თავდასხმას და სტადიონთან აფეთქებებს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა

BBC

პარიზის ცენტრში რესტორან კამბოჯაზე თავდასხმას და სტადიონ სტად დე ფრანსთან მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რესტორანს ცეცხლი სულ მცირე ერთმა ადამიანმა გაუხსნა. არსებული ინფორმაციით, მან მიმალვა მოახერხა.

სტადიონ სტად დე ფრანსთან კი სამი აფეთქება მოხდა. სტადიონზე გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა.

მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა, რომელიც ამჟამად ევაკურიებულია.

კომენტარები