ტერაქტები პარიზში

საფრანგეთში საქართველოს საელჩო ცხელი ხაზის ნომერს ავრცელებს

0 კომენტარი

საქართველოს საელჩო საფრანგეთში, პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას აქვეყნებს და ცხელი ხაზის ნომერს ავრცელებს.

"13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო, საფრანგეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ამუშავებულია ყველაზე მაღალი უსაფრთხოების გეგმა, რაც ნიშნავს, რომ აკრძალულია გარეთ გასვლა და გაძლიერებულია დაცვა. შესაბამისად მოგიწოდებთ დარჩეთ სახლებში, სასტუმროებში. გთხოვთ, ნუ აყვებით პანიკას.

ამუშავებულია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: + 33(0) 783318689."-წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები