დიდი ოცეულის სამიტი

ანტალიაში დიდი ოცეულის სამიტი დაიწყო

თურქეთის ქალაქ ანტალიაში დიდი ოცეულის სამიტი გაიხსნა.  სამიტზე ორი დღის განმავლობაში განიხილავენ საერთაშორისო გამოწვევებსა და გამკლავების გზებს. ანტალიაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავიდნენ. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა საერთო ფოტოს გადაღებამდე, რამდენიმე წუთის მანძილზე გაისაუბრეს. არცერთ მხარეს ამ საუბრის დეტალებზე არ უსაუბრია. 

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შეხვედრების ძირითადი თემა  პარიზში მომხდარი ტერაქტები იქნება. 

 

კომენტარები