ტერორიზმი

ანგელა მერკელი: ჩვენ ნებისმიერი ფორმის ტერორიზმზე უფრო ძლიერები ვართ

Bloomberg

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, "ჩვენ დიდი ოცეულის შეხვედრიდან, გვსურს, გავაგზავნოთ მკაფიო სიგნალი: ჩვენ ვართ უფრო ძლიერები, ვიდრე ნებისმიერი ფორმის ტერორიზმი". 

თურქეთში, დიდი ოცეულის ქვეყნების შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო და მას მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი არ ესწრებოდა.

პარიზში, 13 ნოემბრის ღამეს, რამდენიმე ადგილზე ერთდროულად განხორციელებულ ტერაქტს 129 ადამიანი ემსხვერპლა, 352 კი, დაშავდა. პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სახმელეთო საზღვრები ჩაკეტა.

კომენტარები