ტერორიზმი

პუტინი: ტერორიზმის წინააღმდეგ, მსოფლიო თანამეგობრობა უნდა გაერთიანდეს

EPA

დიდი ოცეულის ქვეყნების შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ, მსოფლიო თანამეგობრობა უნდა გაერთიანდეს. მისი თქმით, "ჩვენ კარგად გვესმის, რომ ტერორისტულ საფრთხესთან გამკლავება და მილიონობით ადამიანის დახმარება, რომლებმაც სახლები დაკარგეს, შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიო საზოგადოების გაერთიანებით".

ამასთანავე, პუტინმა პარიზში მომხდარ ტერაქტებს "საშინელება" უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

თურქეთში, დიდი ოცეულის ქვეყნების შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. მას მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი არ ესწრება.

პარიზში, 13 ნოემბრის ღამეს, რამდენიმე ადგილზე ერთდროულად განხორციელებულ ტერაქტს 129 ადამიანი ემსხვერპლა, 352 კი, დაიჭრა. პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სახმელეთო საზღვრები ჩაკეტა.

კომენტარები