ISIS-ის პროპაგანდა

სუს-მა ISIS-ის ქართული საიტების საქმიანობის გამოძიება დაიწყო

xalifati.wordpress.com

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საიტ "ხალიფატი - ისლამური საქართველოს" საქმიანობის გამოძიება დაწყო. ამის შესახებ ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის ცნობით, გამოძიება სხვა ანალოგიურ საიტებსაც ეხება, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" პროპაგანდას აწარმოებენ. უსაფრთხოების სამსახური არ ასაჯაროებს მუხლს, რომლითაც აღნიშნული გამოძიება დაიწყო.

საიტზე განთავსებულია "ისლამური სახელმწიფოს" ქართველი წევრების აუდიო- და ვიდეომიმართვები, რომლებიც ახალგაზრდებს ბრძოლისკენ მოუწოდებენ. ხალიფატს ქართველი მომხმარებლებისთვის სპეციალური facebook გვერდიც აქვს შექმნილი, რომელიც ბლოგის საქმიანობას აშუქებს. უცნობია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, ასევე უცნობია, გამოავლინა თუ არა გამოძიებამ ეჭვმიტანილები. 

პარიზში, 13 ნოემბრის ღამეს, რამდენიმე ადგილზე ერთდროულად განხორციელებულ ტერაქტს 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი, დაშავდა. პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სახმელეთო საზღვრები ჩაკეტა. ISIS პარიზში მომხდარ თავდასხმას მომავალი კოკისპირული წვიმის წვეთს უწოდებს.

კომენტარები