რელიგიის სააგენტო

პრემიერს და ორ მინისტრს მათივე რელიგიის სააგენტომ ტოლერანტის წოდება მიანიჭა

0 კომენტარი
ფოტო: დევნილთა სამინისტრო MRA/Fb.com

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, დევნილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს ტოლერანტი პოლიტიკოსის წოდება მიანიჭა. ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

"საზეიმო ღონისძიებაზე რელიგიური ტოლერანტობისადმი მიძღვნილი სკულპტურის კონკურსის გამარჯვებული დასახელდა. კონკურსში სამხატვრო აკადემიის მე-3 კურსის სტუდენტმა ირინე ორაგველიძემ გაიმარჯვა. ორაგველიძის თქმით, ნამუშევრისათვის სპირალურად აღმართული გრაგნილი შეარჩია, რომელზეც განთავსდება წარწერები "გიყვარდეს ღმერთი შენი" და "გიყვარდეს მოყვასი შენი".

შერჩეული სკულპტურული კომპოზიცია ტოლერანტობის სკვერში განთავსდება, რომელიც "ევროპის მოედანზე" მდებარეობს. ღონისძიებაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, დევნილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს ტოლერანტი პოლიტიკოსის წოდება მიენიჭათ. მინისტრ სოზარ სუბარს საჩუქრად ბიბლია და ყურანი გადასცეს", - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები